აეროდრომ დოლგინცევოზე დნეპროპეტროვსკის ოლქში სარაკეტო დარტყმით რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის Миг-29, საავიაციო განადგურების საშუალებები (ფრთოსანი რაკეტები) და უკრაინის შეიარაღებული ძალების საინჟინრო სამსახურის ავტომობილები. მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის კომპლექსები უძლური აღმოჩნდა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების „ისკანდერების“ წინაშე, რომლებიც სულ რაღაც ოთხ წუთში 500-კილომეტრიან მანძილს ფარავენ.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ მირგოროდის აეროდრომზე (პოლტავის ოლქი) მაღალი სიზუსტის რაკეტების ჯგუფური დარტყმის შედეგად, განადგურდა და დაზიანდა უკრაინული არმიის შვიდი გამანადგურებელი Су-27, რამდენიმე თვითმფრინავი МиГ-29.
კიევის რეჟიმისათვის არც თუ ისე სახარბიელო სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთის პროქსი-ომი რუსეთთან უპერსპექტივოა, ისევე, როგორც უკრაინისათვის შეიარაღების შემდგომი მიწოდება. დღეის მდგომარეობით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის პერიოდში, რუსული არმიის მიერ სულ განადგურებულია^ 626 თვითმფრინავი, 277 ვერტმფრენი, 27.197 უპილოტო საფრენი აპარატი, 537 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 16 499 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, 11.300 საარტილერიო დანადგარი.
რუსეთის ბოლოდროინდელმა სარაკეტო დარტყმებმა კიდევ უფრო შეაშფოთა აშშ და ნატო, რომლისთვისაც გასაგები გახდა, რომ კარს მომდგარია მორიგი სამხედრო დამარცხება.
გამოცემები ხაზგასმით აღნიშნავენ დასავლეთის აღშფოთებას: „უკრაინელებს არა აქვთ საშუალება ასეთ დანაკარგებზე წავიდნენ“. კიეველმა ბლოგერებმა ეგრევე დაადანაშაულეს ღალატში უკრაინული არმიის სარდლობა...
მაღალი სიზუსტის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ მრავალ სამიზნეს ერთნაირი ეფექტიანობით ანადგურებს - სამეთაურო პუნქტებს, აეროდრომებს, ტექნიკის კოლონებს, რაც საგრძნობ დარტყმებს აყენებს მოწინააღმდეგის ძალებს, ზოგადად...
ძველი კომპლექსების მორიგი მიწოდება, რაოდენობის მიუხედავად, კიევის რეჟიმს ვერ უშველის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ დღეებში განაცხადა, რომ ამერიკული Patriot მოძრავ რუსულ ჭურვებს ვერ უმკლავდება. აშშ-სა და ნატოს უგუნური სწრაფვა, უკრაინულ არმიას დამატებით გადასცეს 2,3 მილიარდი დოლარის Patriot, NASAMS, HAWK, კიევისათვის დიდად არაფრის მომცემია. მითუმეტეს, რომ ნატოში მიღებას მას აგრეთვე არავინ ჰპირდება.
ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტის წინ 60 მეტმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში დასავლელმა ექსპერტმა ერთხმად მოუწოდა დასავლელ ლიდერებს, არ დაჰპირდნენ უკრაინას ნატოში მიღებას, რათა მომავალში არ მოუწიოთ მისი რუსეთისაგან დაცვა (ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის შესაბამისად).