თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სამგორში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სატუმბო სადგურზე მომხდარი დაზიანების გამო 7 ივლისს ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
კომპანიის ცნობით, გახოკიძის ქუჩაზე მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სატუმბო სადგურზე, რომელიც ისანი-სამგორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, გუშინ, გვიან ღამით ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად დაზიანდა, რამაც ტუმბო-აგრეგატის მუშაობა დროებით შეაფერხა.
ელექტროგადამცემ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამასთან დაკავშირებით დღეს, 7 ივლისს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება:
- ვარკეთილი 3-ის I, II, III მიკრორაიონებს, ვარკეთილი ზემო პლატოს, ფანასკენტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, აბაშვილის ქუჩებს, ჯავახეთის , აეროდრომის მე-ბრილების, კალოუბნის, თვალჭრელიძის, გივი ამილახვრის ქუჩების ნაწილს.
ორხევის დასახლებაში: ფიროსმანის, სააკაძის, ბანეთიშვილის და ესენინის ქუჩებს.
აეროპორტის დასახლებას, ქვემო ალექსეევკას, ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს.
ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის და მიმდებარე ქუჩებს, ლილოს დასახლებას 2 მიკრორაიონის მოსახლეობის ნაწილს.
ჭირნახულის, მეფრინველეობის ქუჩას და შესახვევებს, სტურუას, ნამორაძის, აფხაზავას, გოკიელის, ლეონტი მროველის, ტყემალაძის, არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოს დასახლებებს, ლილოს დასახლების 1-ელ და მე-2 მიკრორაიონებს.
წყალმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.