თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თელავში ავარიას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა.
ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.