თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 30 წლის მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი პოზნანის, ლეზნოს, ვრზენიის, სლუპჩას, ნოვი ტომისლის, კოშიანისა და გნიეზნოს ოლქებში ძვირდაღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს იპარავდა.
საქართველოს მოქალაქის სახლის ჩხრეკისას ნაპოვნია თითქმის 5 ათასი ზლოტის ღირებულების მოპარული საქონელი.
სასამართლომ ქართველი 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“.