მსოფლიო დღეს

ხელისუფლების ცვლილება: დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამეს

„ლეიბორისტებს" გამარჯვება უკვე მიულოცა ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, რომელიც „კონსერვატიულ პარტიას" წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. „ლეიბორისტულმა პარტიამ" დიდი ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნებში გამარჯვება მოახერხა, იუწყება ადგილობრივი მედია საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით.
არჩევნები 4 ივლისს გაიმართა. ხმის დათვლის პროცესი მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა, პარასკევს შუალედური შედეგები გამოცხადდა.
ოპოზიციურმა პარტიამ თემთა პალატაში გარანტირებულად 326 ადგილი მოიპოვა (ადგილების საერთო რაოდენობა 650-ს შეადგენს). ამრიგად, „ლეიბორისტებმა" დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ხმების საჭირო რაოდენობა მოიპოვეს.
ამ დროისთვის „კონსერვატიულ პარტიას" , რომელიც თითქმის 15 წელია მმართველი პარტიაა ქვეყანაში, თემთა პალატაში 70 ადგილი ერგო.
ბრიტანული მედია ეგზიტპოლების მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, „ლეიბორისტულმა პარტიამ", კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, თემთა პალატაში, შესაძლოა, 410 მანდატი მოიპოვოს.
„კონსერვატორების" ვარაუდობენ, რომ მოიპოვებენ 130-ზე მეტ ადგილს, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იქნება 200-წლიან ისტორიაში.
„ლეიბორისტებს" გამარჯვება უკვე მიულოცა ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, რომელიც „კონსერვატიულ პარტიას" წარმოადგენს.