„დიდი ნაყინობანა": ბოტანიკური ბაღი ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის ბოტანიკური ბაღი ნაყინის ფესტივალს „დიდი ნაყინობანა“ უმასპინძლებს – ღონისძიება 6 და 7 ივლისს გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში 14:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე „ტკბილი“ ფესტივალი სტუმრებს ნაყინის სხვადასხვა ასორტიმენტს შესთავაზებს.
ღონისძიება „ბასტი ბუბუს“ კონცერტით გაიხსნება. სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი „რეაქტივი“ გააფორმებს.
ნაყინის ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.