თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ოქროყანის გზის მიმართულებით ბალახსა და ბუჩქებს წაეკიდა.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე მაშველებთან ერთად 2 ვერტმფრენი ჩაერთო.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობდა .