მთაწმინდის ფერდზე ხანძარი გაჩნდა

ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. მთაწმინდის ფერდზე ძლიერი დაკვამლიანებაა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ოქროყანის გზისკენ, ბალახსა და ბუჩქებს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.