მსოფლიო დღეს

მოჰბერი: ირანი მზადაა SCO-ს პრიორიტეტული პროგრამების განსახორციელებლად

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დაარსდა.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ირანი სრულად მზად არის, განახორციელოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა პრიორიტეტულ სფეროებში, განაცხადა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მოჰამად მოჰბერმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა აცხადებს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს „ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის ოპერატიული პროგრამა პრიორიტეტულ სფეროებში“, განსაკუთრებით უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში“, - აღნიშნა მან წევრი ქვეყნების ხელმძღვანელების შეხვედრაზე.
SCO-ს სამიტი 3-4 ივლისს ასტანაში იმართება ლოზუნგით „მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერება - მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისკენ სწრაფვა“. ღონისძიების მონაწილეები 24 ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, ასევე მიიღებენ საბოლოო დეკლარაციას და განცხადებას, რომელიც დაადასტურებს ორგანიზაციის წევრთა ერთგულებას კეთილმეზობლობისა და ერთიანობის პრინციპებისადმი.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. დღეს, 4 ივლისს, ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიღეს ბელორუსიც. ამათან SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნები არიან: ავღანეთი და მონღოლეთი, ხოლო პარტნიორი ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი და შრი-ლანკა.