თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ივნისი 2023 წლის ივნისთან შედარებით) 2,2% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვეების მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ (2024 წლის მაისი 2023 წლის მაისთან შედარებით) 2% შეადგინა..
წელიწადზე გადაანგარიშებით ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტის სფეროში (11%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,5%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (3,4%). ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (3,8%), ასევე გართობასა და დასვენებაზე (0,7%).
2024 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა.