მოსაზრება: გარღვევა ტორეცკის მიმართულებაზე

Sputnik
სპეციალური ოპერაციის ზონაში რუსეთის ჯარები წარმატებით ახორციელებენ სტრატეგიულ მიზანს. ისინი მიზანმიმართულად ანადგურებენ უკრაინული არმიისა და ნატოს საბრძოლო პოტენციალს, რეზერვებს, მეთოდურად ათავისუფლებენ უკრაინის ჯარებიდან დონბასისა და ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტებს...
ამ დღეებში რუსული სამხედრო დაჯგუფების „ცენტრის“ ქვედანაყოფებმა გაანთავისუფლეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რამდენიმე სოფელი. ეს წინსვლა რუსეთის ჯარისათვის საბრძოლო წარმატებების ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ჰქმნის.
რუსულმა „ისკანდერმა“ გაანადგურა უკრაინული საბრძოლო ტექნიკით (მათ შორის, გერმანული წარმოების Leopard- ებით)დატვირთული ორი ეშელონი, რომელიც გადასროლილი იყო ხარკოვის ოლქში.
გარდა ამისა, ხარკოვის ოლქში განადგურებულია ორი სარკინიგზო შემადგენლობა დასავლური ტექნიკით. ავია დაზვერვამ და „ისკანდერ - მ“-მა უზრუნველყვეს ეფექტიანი დარტყმა, სანამ ეშელონები ჯერ კიდევ გზაში იყო.
ხარკოვის შემოგარენში განადგურებულია ტერორისტული ბატალიონის „კრაკენ“-ის ბაზა...
კიევის რეჟიმი იძულებულია ბრძოლის ველზე გამოიყვანოს „ძვირფასი“ უცხოელი დაქირავებულები - შემთხვევითი არაა, რომ „სუიციდის“ ოდენობამ აშშ-ს საზღვაო სამხედრო მოსამსახურეებში ბოლო დროს ძალიან იმატა. თუმცა, გაზეთ La Repubblica მონაცემებით, ყველაზე ხშირად ამერიკელი და სხვა ქვეყნის სპეცდანაყოფების ჯარისკაცებს შორის „თვითმკვლელობები“ დაკავშირებულია, ჭურვების აფეთქების შედეგად მიღებული ტრავმებით თავის ტვინის დაზიანებასთან. პოლონური აეროპორტი ჟეშუვი ნატოს მორგად იქცა.
დაჯგუფება „ცენტრი“ წარმატებით მიიწევს ტორეცკის მიმართულებაზე. მათ შეძლეს, გარღვევას განეხორციელებიათ მოწინააღმდეგის გარე თავდაცვითი სისტემა ქალაქ ტორეცკის შემოგარენში...
დასავლეთში აღიარებენ, რომ რუსეთის სარდლობამ კიევის რეჟიმის გეგმები ჩააგდო - ვეღარ ხერხდება უკრაინული შეიარაღებული ძალების გადაწევა თავდაცვის ახალ ხაზებზე და შეიარაღებული კონფლიქტის გაყინვა ნატოს პოტენციალის აღსადგენად.
ამერიკელების მიერ ხელდასმულმა „ვადაგასულმა“ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ მარიონეტულ სარდალს ალექსანდრ სირსკოის მოსთხოვა, „ნებისმიერ ფასად“ შეინარჩუნოს დონბასის ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინული ჯარის მიერ კონტროლდება, და უცებ რუსეთთან, შუამავლების მეშვეობით, მშვიდობის შესაძლებლობაზე ალაპარაკდა -
კიევის რეჟიმის ყოფილი „კარის ჯანბაზის“ - ალექსეი არისტოვიჩის - რეაქციამ არ დააყონვა: „ უკრაინელებს ისე დიდხანს ელაპარაკებოდნენ რუსეთზე „ტოტალურ გამარჯვებაზე“, რომ ზელენსკის განცხადებები მშვიდობის თაობაზე, უბრალოდ, არ აღიქმება“. აშშ-შ- კი უკრაინის დედაქალაქის დასავლეთ რეგიონებში გადატანა იწინასწარმეტყველეს.
ამასობაში, დასავლელი ლიდერები გეგმავენ, კიევში წარგზავნონ მაღალჩინოსანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ანტირუსული უკრაინის ნატოს მიერ მხარდაჭერაზე. ის დაექვემდებარება ნატოს ხელმძღვანელობასა და აშშ-ს ახალ სარდლობას ვისბადენში, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი უკრაინული არმიის მხარდაჭერის კოორდინაციისათვის. დასავლეთი რუსეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისათვის ემზადება - უკანასკნელ უკრაინელამდე.
დასავლეთში აცნობიერებენ და აღიარებენ, რომ კიევზე მოსკოვის გამარჯვება ნიშნავს კოლექტიური დასავლეთის, ევროკავშირის, ნატოსა და „ჰეგემონ“ აშშ-ს დამარცხებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე