მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა, იუწყება „გურია ნიუსი".
გავრცელებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. იგი გარდაცვლილი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს.
ნუგზარ წურწუმია 1997 წლის 25 თებერვალს ხობში დაიბადა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე წურწუმია იყო 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი (2019), მსოფლიოს ჩემპიონი (2019, ასევე მსოფლიოსა (2018) და ევროპის (2018) ჩემპიონატების ბრანჯაოს პრიზიორი.