თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოყვა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაიღუპა მფრინავი.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.