სოფიაში გამართულ ველოსპორტის საერთაშორისო თასზე საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა

გუნდურ სპრინტში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ველოსპორტის საერთაშორისო თასზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
ტურნირზე, რომელშიც 5 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ქართველმა სპორტსმენებმა, ჯამში, 7 მედალი მოიპოვეს.
კერძოდ, კერინის დისციპლინაში ავთანდილ ფირანიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ხორგუანმა, რომელმაც გამოთიშვითი რბოლის სახეობაში დაიკავა პირველი ადგილი.
გუნდურ სპრინტში კი საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა.