თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატი სუ-25 კატასტროფის შედეგად, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილიტრაგიკულად დაიღუპა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველთან მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა.
აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.
უწყება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს.