თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 1-ლი ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.