„მეცმა“ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსიდან“ გამოისყიდა

მიქაუტაძე „მეცის" აკადემიის კურსდამთავრებულია და კლუბში 2017 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში თამაშობდა.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ჰოლანდიური „აიაქსი" და ფრანგული „მეცი" საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის მომავალ ბედზე შეთანხმდნენ - ფრანგებმა ფორვარდი 13 მილიონ ევროდ იყიდეს, იტყობინება კლუბის პრეს-სამსახური.
2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეციდა" „აიაქსში" გადავიდა (ტრანსფერო -16 მლნ ევრო) - მიქაუტაძემ „აიაქსის" შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა და არცერთი გოლი არ გაუტანია, რის შემდეგაც იჯარის უფლებიც კვლავ „მეცში" დაბრუნდა.
„მეცში" დაბრუნების შემდეგ მიქაუტაძემ 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თუმცა, ამან კლუბს ვერ დაეხმარა უმაღლეს ლიგაში დარჩენილიყო და „მეცი" მეორე დივიზიონში დაბრუნდა.
ჯერ კიდევ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, პრესაში აქტიურად განიხილებოდა მიქაუტაძის „მონაკოში" შესაძლო ტრანსფერის საკითხი.
23 წლის მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე ოთხ მატჩში სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მიქაუტაძე „მეცის" აკადემიის კურსდამთავრებულია და კლუბში 2017 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში თამაშობდა.