კახეთში ახალგაზრდა კაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელა.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით კახეთში ორი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცს ფიზიკურად მეზობლები გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ დაზარალებულს ხელები შეკრული აქვს, მას ათამდე პირი შეურაცხყოფას აყენებს და სცემს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობა იყო. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით კი, ფიზიკური ანგარიშსწორება ბიზნეს-ინტერესების გამო მოხდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.