სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა შეროზიას ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა - საბედნიეროდ, მათ სახლიდან დროულად და უვნებლად გამოსვლა შეძლეს..
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება.