რიკოთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა - არიან დაშავებულებიც

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა, გუშინ ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაილერს შეეჯახა - დაღუპულიც და დაშავებულებიც მსუბუქი ავტომობილის მგზავრები არიან.
ამ დროისთვის ორივე დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.