საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – მაისის სტატისტიკა

2024 წლის მაისში კლების ტენდენცია არცერთ სექტორში არ დაფიქსირებულა
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,2% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2024 წლის იანვარ-მაისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,3% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის მაისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გადამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკურმა და უძრავი ქონების დარგებმა.
კლების ტენდენცია არ დაფიქსირდა არცერთ სექტორში.
რა გაიზარდა და რამდენით
2024 წლის იანვარ-მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა 9,2%-ით, იმპორტი კი გაიზარდა 0,7%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 6,3 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 5,9%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 10,7%-ით გაიზარდა და 12,8 მლრდ ლარს გაუტოლდა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა განპირობებულია კომპიუტერული პროგრამირების სერვისების, ასევე საკონსულტაციო და მასთან დაკავშირებული აქტივობების ზრდით.
რაც შეეხება პროფესიულ და სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობას, ზრდა დაკავშირებულია ბიზნესისა და მენეჯმენტის საკითხებზე სხვადასხვა სახის საკონსულტაციო საქმიანობის მოცულობის ზრდასთან.
ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ასოცირდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.
სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მოცულობასთან, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან, როგორიცაა ელექტროტექნიკური და სარემონტო სამუშაოები.
თოდრაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამშენებლო მასალების იმპორტი 14%-ით გაიზარდა.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად საჰაერო ტრანსპორტით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზრდის ტენდენციები დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებითაც, ამ სექტორში შესაბამისი სერვისების მოცულობა გაიზარდა.
გარდა ამისა, მშპ-ის ზრდის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელიც ძირითადად მეტალურგიული მრეწველობის წყალობით გაიზარდა. გაიზარდა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. მაისში ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი 12-ჯერ გაიზარდა, ძირითადად თურქეთში, ალჟირსა და ეგვიპტეში.