მამარდაშვილი მსოფლიო საუკეთესო მეკარეების ათეულში დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დასახელდა.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი ბრიტანულმა გამოცემა FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეულში დაასახელა.
რეიტინგში პირველ ადგილს „ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი იკავებს, მეორე ადგილზე ედერსონია („მანჩესტერ სიტი“), მესამეზე კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“).
FourFourTwo-ს მიერ შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების ათეული ასეთია:
ალისონ ბეკერი („ლივერპული“, ბრაზილიის ნაკრები);
ედერსონი („მანჩესტერ სიტი“, ბრაზილიის ნაკრები);
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“ გერმანიის ნაკრები);
მაიკ მენიანი („მილანი“, საფრანგეთის ნაკრები);
მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანიის ნაკრები);
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალიის ნაკრები);
იან ობლაკი („ატლეტიკო“, სლოვენიის ნაკრები);
ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინის ნაკრები);
იან ზომერი („ინტერი“, შვეიცარიის ნაკრები);
გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, საქართველოს ნაკრები).
უეფამ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 18 ივნისს საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
22 ივნისს კი ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა - აღნიშნულ მატჩში გოლკიპერმა ანგარიშზე 11 სეივი მიითვალა.
26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.