სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებაში უპირობო ლიდერის როლი ჰქონდა არტილერიას. დღეს მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვებს სერიოზულ კონკურენციას დამრტყმელი დრონები უწევენ. მათ წარმოებაში რუსეთის საწარმოები რაოდენობრივად და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად უსწრებენ დასავლური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. ნატოელი მიმწოდებლები ვეღარ უმკლავდებიან უკრაინის არმიის მოთხოვნილებებს, რაც ამსხვრევს მათი ტექნოლოგიური ლიდერობის მიფს.
რუსულმა კამიკაძე-დრონებმა გუშინ წარმატებით გაანადგურეს უკრაინული სამხედრო ობიექტები ხარკოვის, ოდესის, ივანო-ფრანკოვსკის და სხვა, კიევის მიერ კონტროლირებადი ოლქების ობიექტები. მსგავსი დარტყმების ინტენსიურობა იზრდება, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატიული სივრცე ფართოვდება.
Business Insider - ის ინფორმაციით, დამრტყმელი დრონები 2024 წელს ჩასოვი იარის რაიონში უკრაინის ჯარების დანაკარგების მიზეზი გახდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე მოწინააღმდეგის რიგები იმდენად შეთხელდა, რომ ჯარების პოზიციებზე კიეველი „ჰოლივუდის შვილებმა“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბრიგადა „ხიშნიკი“ გადაისროლეს. არაა გამორიცხული, რომ ფრონტზე უკრაინელი მეხანძრეების პოლკი „რემბო“ გამოჩნდეს.
ნატოს ტანკებზე (Leopard და Abrams) „ლანცეტების“ დარტყმები ომების ისტორიაში შევიდა. პრინციპულად ახალი მოვლენაა უკრაინული არმიის საზღვაო უპილოტო აპარატების (ფსევდო- უკრაინული MAGURA) რუსული FPV - დრონებით მაღალტექნოლოგიური განადგურება. ამ ტექნოლოგიური „ევოლუციით“ (უფრო ზუსტად კი - რევოლუციით) ქედმაღალი ამერიკელი ანალიტიკოსებიც კი არიან აღფრთოვანებულები.
კვირის დასაწყისში, რუსულმა არმიამ უკრაინულ ფრონტზე მართვადი საბრძოლო მასალების „კუბ“ მორიგი პარტია მიიღო... ფრთოსან „კუბ“-ს შეძლია, მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა და სხვა სამიზნეები გაანადგუროს, მიუხედავად მონაკვეთის რელიეფისა.
სრულყოფილებას, როგორც ცნობილია, საზღვარი არა აქვს. კერძოდ, კონცერნ „კალაშნილოვის“ წარმოების უპილოტო „ლეგიონერმა“ ამ დღეებში გამართულ ტექნოლოგიურ კონკურს „აეროლოგისტიკაში“ გაიმარჯვა.
დასავლეთის ბევრი ქვეყანა (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, დანია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვედეთი და სხვ.) დაძაბულად და უშედეგოდ მუშაობენ კიევის რეჟიმისათვის FPV- დრონებისა და სხვა უპილოტო აპარატების მიწოდებაზე. ისინი, პროდუქციის ხარისხითა და მოცულობით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.
ადრე, ჟურნალი Forbes აღნიშნავდა, რომ რუსეთი თვეში აწარმოებს 300 ათასს FPV-დრონს, რაც ექვსჯერ მეტია, ვიდრე უკრაინა (აშშ და ნატო).
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე