საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა - ნაკრების კაპიტანი პორტუგალიასთან მოგებაზე

ფეხბურთელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც გელზენკირხენში სტადიონის ტრიბუნიდან ქომაგობდნენ ეროვნული გუნდს.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხებით და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლით ისტორია დაწერა, განაცხადა ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.
„ეს უდიდესი წარმატებაა, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვიყავი. ძალიან მიხარია ასეთი საქართველოს ხილვა. მადლობა ყველას: ბიჭებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. ემოციებით სავსეა მთელი საქართველო. ძალიან მიხარია ასეთი საქართველოს ხილვა", - განაცხადა კაშიამ.
ფეხბურთელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც გელზენკირხენში სტადიონის ტრიბუნიდან ქომაგობდნენ ეროვნული გუნდს.
„სასწაული მხარდაჭერაა, გასვლით თამაშებზე ასეთი მხარდაჭერა ფეხბურთელების უდიდესი ოცნება იყო, უცხო ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. ჩვენ ეს გარემო ძალიან გვეხმარება წარმატების მიღწევაში , მადლობა გულშემატკივრებს“, – განაცხადა კაშიამ.
პორტუგალიაში მატჩს ათიათასობით ქართველი გულშემატკივარი ესწრებოდა.
მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთთან კი ფრე ანგარიშით (1:1) დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლები ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.