ევრო 2024: ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი მოხვდა

მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, მიქაუტაძე კი პირველი ტურის საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის დასახელდა.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი - გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი და თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.
მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელების შემადგენლობაში შევიდნენ:
მეკარე – გიორგი მამარდაშვილი (საქართველო), დაცვა – მარკ კუკურელია (ესპანეთი), რიკარდო კალაფიორი (იტალია), რადუ დრაგუშინი (რუმინეთი), ნახევარდაცვა – სტანისლავ ლობოტკა (სლოვაკეთი), კანტე ნ’გოლო (საფრანგეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი), მარსელ საბიცერი (ავსტრია), შეტევა – ჯამალ მუსიალა (გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (საქართველო), ლამინ იამალი (ესპანეთი).
მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, მიქაუტაძე კი პირველი ტურის საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის დასახელდა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთთან კი ფრე ანგარიშით (1:1) დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლები ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში შეხვდებიან:
29 ივნისი
გერმანია – დანია
შვეიცარია – იტალია
30 ივნისი
საქართველო – ესპანეთი
ინგლისი – სლოვაკეთი
1 ივლისი
პრტუგალია – სლოვენია
საფრანგეთი – ბელგია
2 ივლისი
რუმინეთი – ნიდერლანდები
ავსტრია – თურქეთი.