თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა 28 ივნისს იქნება შესაძლებელი.
უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 12:00 საათიდან დაიწყება - ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის ყიდვის უფლება ექნება, ფასები 30-დან 200 ევრომდეა.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება.
მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება - ესპანეთის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში შეხვდებიან:
29 ივნისი
გერმანია – დანია
შვეიცარია – იტალია
30 ივნისი
საქართველო – ესპანეთი
ინგლისი – სლოვაკეთი
1 ივლისი
პრტუგალია – სლოვენია
საფრანგეთი – ბელგია
2 ივლისი
რუმინეთი – ნიდერლანდები
ავსტრია – თურქეთი.