ძლიერმა ქარმა ალავერდის მონასტრის გუმბათი დააზიანა

Sputnik
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადგილობრივების თქმით, ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთს გაგრძელდა - ქარმა მოგლიჯა ხეები, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ქარის შედეგად მსუბუქი ავტომობილიც კი ამოტრიალდა.
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.