თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე რამდენიმე საათით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გზის აღნიშნულ მომაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 26 ივნისის 23:00 საათიდან 27 ივნისის 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.