პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს

ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლე ირმა მალაციძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!", - დაწერა მალაციძემ სოციალურ ქსელში.
პროფესორ გიორგი გახელაძეს 19 ივნისიდან დედაქალაქის მასშტაბით ეძებდნენ.
ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გახელაძე ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი იყო.
იყო რამდენიმე მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი და მთარგმნელი, 10-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, ეროვნული სასწავლო გეგმისა და განათლების რეფორმის სხვადასხვა დოკუმენტის თანაავტორი. არაერთ სამეცნიერო საგრანტო პროექტში განმახორციელებელი მკვლევარი.