საქართველოში ამინდი გაუარესდება: უახლოესი დღეების პროგნოზი

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
Sputnik
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 25 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 26 ივნისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ასევე ზღვაზე3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა შესაძლოა მდინარეებზე წყალმოვარდნები.
გარდა ამისა, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).