ევროპის ჩემპიონატზე გატანილი თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი: მიქაუტაძე მსოფლიოში მეექვსეა

საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმაევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა ჩეხეთთან მატჩში მოიპოვა.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.
მატჩის პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ეროვნულ ნაკრებს ჩემპიონატზე პირველი ქულა მოუტანა - ფეხბურთელისთვის ეს ევრო 2024-ზე გატანილი მეორე გოლია. პირველი გოლი მან 18 ივნისს თურქეთთან მატჩში გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდი ისტორიულ თამაშში გიორგი მამარდაშვილმა დაამყარა - ქართველი მეკარის სახელზე 11 სეივია. მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.