კობახიძე: 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!

საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვეული პირველი ქულისთვის საქართველოს ნაკრებს მადლობა გადაუხადა.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.
მატჩის პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოუტანა.
„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! 26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.