საქართველოში ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა

თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 15 თეთრი
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩება, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 15 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 19, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 23,5 თეთრი.
რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 0,14731 ლარი, 301 კვტ/სთ-მდე – 0,15707 ლარი, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 0,23227 ლარი.