თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. თბილისში, მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მატარებლის სავალ ნაწილზე მგზავრი გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
ამ დროისთვის მეტროს მეორე ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური და მგზავრის ლიანდაგებიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
მგზავრი, რომელიც მეტროში მატარებლის ლიანდაგზე გადავარდა, ამოიყვანეს. სამაშველო ჯგუფს ის საავადმყოფოში გადაჰყავს.
წყარო - „მთავარი არხი“