ბაღდათის რაიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა

ადიდებულმა მდინარემ ზეკარის ხეობაში არსებული მინერალური წყლების საწარმოც დააზარალა.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ბაღდათის რაიონის მაღალმთიანი სოფელი ხანი სტიქიამ გარე სამყაროს მოწყვიტა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულია სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.
სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც 275 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მიმდინარეობს მუშაობა სოფელ ხანთან მისასვლელად ალტერნატიული გზის მოწყობაზე.
ამ დროისთვის უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა. მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.