თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე. გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.
ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს და იაღლუჯის ფერდობთან არსებულმა ცენტრალურმა სანიაღვრე არხმა ქალაქი სერიოზული პრობლემებისგან იხსნა.
„ამ წუთებში მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და ცენტრალური ქუჩები წყლისგან უკვე გაწმენდილია“, – განაცხადეს რუსთავის მერიაში.