მდინარე ლიახვში ბავშვი დაიხრჩო

ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლმა დახმარებისთვის ქართულ მხარეს ცხელი ხაზის გამოყენებით მიმართა.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. მაშველებმა მდინარე ლიახვში 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს, რომელიც დინებამ ცხინვალში ოთხშაბათს გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარემ მოზარდი შუადღისას გაიტაცა. მას თავიდან ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებდნენ.
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართულები. ისინი დაკარგულ ბავშვს წყლის საშუალებებით და დრონებით ეძებდნენ.
ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლმა დახმარებისთვის ქართულ მხარეს ცხელი ხაზის გამოყენებით მიმართა.