სომხეთიდან საქართველოში 13 კგ „მარიხუანა" შემოჰქონდათ

აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში, 11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“ 13 კგ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" აღმოაჩინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული საშუალება ეჭვის საფუძველზე სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად ავტომობილის საბარგულში თხევადი გაზის ავზში, წინასწარ მოწყობილ სამალავში იპოვეს.
აღნიშნული აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში, 11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.
საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.