თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თემა იდენტობის შენარჩუნებას უკავშირდება, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა არ შეესაბამება ქართველი ხალხის ნებასა და საჭიროებებს.
საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 გამომდინარე კანონპროექტი - ცვლილებები შევა სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
„ჩვენთვის ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თემა უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციის წარმომადგენლები უარს აცხადებენ განხილვებში მონაწილეობაზე, არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, სპეკულირებენ იმით, რომ ვითომდა ვიღაცის უფლებები შეიძლება დაირღვეს, რაც ტყუილია, აღნიშნა ვოლსკიმ.
„სამართლის წინაშე ყველა თანასწორია. ელემენტარული არსებობს დასკვნა, რომ ადამიანებს [ოპოზიციას] არ მიაჩნიათ ეს პრინციპები სათავისოდ, ან თავისი პოლიტიკური შეხედულებების ნაწილად. ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უარი თქვა განხილვაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ კანონპროექტი მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის ნაწილია - კანონპროექტი ბიუროზე გასულ კვირას დარეგისტრირდა, მიმდინარე კვირაში კი საკომიტეტო მოსმენები იწყება.
საკანონმდებლო ონიციატივის თაობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ოპოზიციური პარტია „ახალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, „ნაცმოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
„ქართული ოცნების“ სანოტარო ბიურო, ანუ იგივე პარლამენტი რა კანონებს აინიცირებს, საქმის კურსში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებასა და საჭიროებებს. არ მგონია, რომ დღეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყოს მსგავსი კანონპროექტების ინიცირება“, - განაცხადა მელიამ.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.