ყველაზე საშიში ტერიტორია თბილისში - სრული სია

დედაქალაქის მასშტაბით გეოლოგიურად ბევრი საშიში ადგილია ვაკისა და საბურთალოს რაიონებში.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისში გეოლოგიური თვალსაზრისით საფრთხისშემცველი 49 ტერიტორიაა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში.
საფრთხის მაღალი დონის მქონე ტერიტორიები ჩამოთვლილია ქვემოთ. ამ ადგილებში უკვე მოხდა მეწყერი, ქვათაცვენა, ღვარცოფი, რაც, შესაძლოა, განმეორდეს. ისინი საფრთხეს უქმნიან როგორც საავტომობილო გზებს, ისე საცხოვრებელ სახლებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
დედაქალაქის მასშტაბით გეოლოგიურად ბევრი საშიში ადგილია ვაკისა და საბურთალოს რაიონებში.
ტიციან ტაბიძის ქუჩა, პირველი შესახვევი, 24 (მეწყერი, კლდეზვავი)
ვაკე-საბურთალოს გზა (ქვათაცვენა)
მარუხის გმირების ქუჩა (მეწყერი)
წყნეთის გზატკეცილი, ტყის ტერიტორია (მეწყერი)
ბაგები-წყნეთის გზის ორი მონაკვეთი (მეწყერი)
კვესეთი-ბეთანიის გზის სამი მონაკვეთი (მეწყერი)
ბაგები, საკანდელიძის ქუჩა (მეწყერი)
წყნეთი-ბეთანიის გზის ოთხი მონაკვეთი (მეწყერი)
სოფელი წყნეთი, მდინარე ბეგებისხევი (მეწყერი, ღვარცოფი, მდინარის ნაპირის გარეცხვა)
ვერეს ხეობა, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი (ქვათაცვენა)
მარო მაყაშვილის აღმართი (ქვათაცვენა)
პ. კაკაბაძის ქუჩა, 27 (ქვათაცვენა)
მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ვახუშტის ხიდის და თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიები (ქვათაცვენა)
ვაშლიჯვარი-ლისის გზა (მ. მაჭავარიანის ქუჩა), (მეწყერი)
ვაშლიჯვრის დასახლება, არზაყან ემხვარის ქუჩა (ქვათაცვენა)
მ. მაჭავარიანის ქუჩის ტერიტორია (მეწყერი)
აღმაშენებლის ხეივანი (ქვათაცვენა)
ფონიჭალის გზატკეცილი (ქვათაცვენა)
ფონიჭალის გზატკეცილი, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია (ქვათაცვენა)
ნიკოლოზ ბარათაშვილის სანაპირო, სარკინიგზო დერეფანი (ქვათაცვენა)
ნაძალადევი, გოგაშენის ქუჩის II შესახვევი (მეწყერი)
ავჭალა, ლიბანის ქუჩა (მეწყერი).