თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს ცალკეულ რეგიონებში 18 ივნისის დღის მეორე ნახევარში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, სინოპტიკოსების პროგნოზით, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.