თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1,4 მილიონ მგზავრს მოემსახურა - 35,2%-ით მეტს 2023 წელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით (697,5) 36,5%-ით მეტი მგზავრი მიიღეს. აეროპორტებიდან 719,8 ათასი ადამიანი გაფრინდა (34%-თ მეტი).
პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 94,2%-მა რეგულარულ რეისებით ისარგებლა.
ასევე, სტატისტიკის მიხედვით, აეროპორტებში 5,9 ათასი სამგზავრო რეისი განხორციელდა, რაც 22,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გარდა ამისა, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 112,9 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 280 მლნ მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და მგზავრთბრუნვის მოცულობა 2,7-ჯერ აღემატება2023 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.
სატვირთო გადაზიდვები
2024 წლის იანვარი-მარტში საქართველოს აეროპორტებში 300 სატვირთო ფრენა განხორციელდა, რაც 8,5%-ით მეტია 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
გარდა ამისა, აეროპორტებში ტვირთებისა და გზავნილების მოცულობამ 4,6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 84,8% მიღებული ტვირთი და გზავნილია, 15,2% კი - გაგზავნილი.
ამასთან, საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 55,7 ათასი ტონა შეადგინა.
ასევე, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 55,7 ათასი ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 105,1 მლნ ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაზიდული ტვირთების მოცულობა და ტვირთბრუნვა, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 50,1%-ით და 49,5%-ით შემცირდა.