პოლიციამ მკვლელობისთვის ძებნილი ქართველი გემზე დააკავა

მამაკაცს პოლონეთში მომხდარი მკვლელობისთვის 2020 წლიდან ეძებდნენ.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. პოლონეთში მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე ესპანეთში დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით.
საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო გვარდიის წევრებმა ის ვიგოს პორტში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე აიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი პოლონეთში მომხდარი მკვლელობისთვის 2020 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. გამოძიების მასალებით, ბრალდებულმა მამაკაცს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
სავარაუდო დამნაშავე პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იმყოფებოდა, როგორც ეკიპაჟის წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა ითანამშრომლა სამართალდამცველებთან.
დაკავებულს ესპანეთი, სავარაუდოდ, პოლონეთს გადასცემს.