თბილისში მატარებელი ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევის შედეგად, შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ში დაწყებულია გამოძიება.
შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.