გმირთა მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში, გმირთა მოედანზე, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.