გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას, სეტყვას და ქარის გაძლიერებას დღის ბოლომდე პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა ნარჩუნდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსებს ანალოგიური პროგნოზი აქვთ ქვეყნის დედაქალაქთან დაკავშირებითაც.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
აღნიშნულია, რომ საფრთხის დონე საშუალოა.