თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი საერთაშორისო საზღვაო შოუ „ფლოტი 2024-ის“ საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
საზღვაო სალონი 19-23 ივნისს ჩატარდება კრონშტადტში, საზღვაო დიდების მუზეუმისა და საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე.
სალონის ორგანიზატორები არიან რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის, ასევე თავდაცვის სამინისტროები.
სალონის ექსპოზიცია ტრადიციულად მოიცავს გემთმშენებლობასა და ხომალდმშენებლობას, იარაღსა და შეიარაღებას, საბრძოლო მართვის, სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებს, გემების ენერგეტიკულ დანადგარებს, საზღვაო ავიაციას, უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურას, ახალ ტექნოლოგიებსა და მოწინავე მასალებს.
ხუთი დღის განმავლობაში საქმიანი პროგრამის ფარგლებში ჩატარდება მრგვალი მაგიდები, კონფერენციები, პლენარული სესიები, ინოვაციური პროექტების პრეზენტაციები, შეხვედრები და საზღვაო დარგის განვითარების აქტუალურ საკითხებზე განხილვები.
„ფლოტი 2024-ის“ მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება რუსეთის საზღვაო ძალების ხომალდებისა და გემების დემონსტრირება. საგამოფენო ცენტრის მახლობლად მდებარე ნავსადგურზე გამოიფინება გემები, ხომალდები და კატარღები, შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.
გემების მეთაურები და ეკიპაჟები ჩაატარებენ ექსკურსიებს სალონის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის, ისაუბრებენ გემების ისტორიაზე, აღჭურვილობასა და საბრძოლო შესაძლებლობებზე.
როგორც საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი, Sputnik-ი 25 ენაზე გაავრცელებს ინფორმაციას „ფლოტი 2024-ის“ მოვლენების შესახებ.