საგარეო ვაჭრობა კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა

ექსპორტმა 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10,1%-ით ნაკლებია.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-მაისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3%-ით შემცირდა და 8,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 6,1 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 0,5%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-მაისი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

2 274,0

-9,2

იმპორტი

6 145,9

0,5

სულ

8 419,9

-2,3

ექსპორტმა 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2%-ით ნაკლებია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,1%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, გასულ წელს დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია იქნა ექსპორტირებული - თითქმის 9,1%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 15,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 14%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.