მკვლელობა თბილისში - პოლიციამ 62 წლის კაცი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 62 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ივნისს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 49 წლის მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.