მსოფლიო დღეს

პესკოვი: დასავლეთი ევროპაში დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს

პროვოკაცია ყოველდღიურად ხდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ევროპის კონტინენტზე საკმაოდ დაძაბული ვითარება ყოველდღიურად პროვოცირებულია დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ახალი მტრული ქმედებებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ევროპის კონტინენტზე საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რომელიც ევროპის დედაქალაქებიდან და, უპირველეს ყოვლისა, ვაშინგტონიდან ყოველ დღე პროვოცირებულია რუსეთის მიმართ ახალი მტრული გადაწყვეტილებებით და ქმედებებით. ეს პროვოკაცია ყოველდღიურად ხდება“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.